სასწავლო პროექტი


1. პროექტის სახელწოდება:  „რუისის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა“
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
·         რა იცით ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ?
·         იცით თუ არა გარემო, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ რა ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას ფლობს?
მოსწავლეებმა შეისწავლონ  სოფლის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა და მისი პოპულარიზაციის მიზნით შექმნან ბუკლეტი და ბლოგი.
3. პროექტის აქტუალობა:
სოფელი რუისი განთქმულია თავისი ღირსშესანიშნაობებით, თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის ყველაფერი მისი  ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. მოსწავლეთა მიერ განხორციელებული ეს პროექტი დაეხმარება მათ გამოუმუშავდეთ ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, ანალიზის უნარი რათა შემდგომ მათ საკუთარი სოფლის ისტორიული და კულტურულ მემკვიდრეობა მეტად დააფასონ და გაუწიონ პოპულარიზაცია.
4. პროექტის მიზნები:
მოსწავლეებმა შეძლონ:
Ø  ისტ-ის გამოყენება ინფორმაციის მოძიების, კვლევის პროცესში იდეებისა და ინფორმაციის ორგანიზებისას;
Ø  მოპოვებული ინფორმაციის სანდოობისათვის  რამდენიმე წყაროს გამოყენება;
Ø  ყველა ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მოძიებული ინფორმაციის სანდოობის გადამოწმება ადგილზევე;
Ø  იმ ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციების მოძიება, რაც ინტერნეტში განთავსებული არ იყო;
Ø  ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით  ბუკლეტის დამზადება და ბლოგის შექმნა.
5. მონაწილეთა ასაკი:
11-12 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა:
01.04.2019 – 01.05.2019/1 თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები შეძლებენ:
Ø  ისტ-ის გამოყენებას ინფორმაციის მოძიებისას, კვლევის პროცესში იდეებისა და ინფორმაციის ორგანიზებისას;
Ø  მოპოვებული ინფორმაციის სანდოობისათვის  რამდენიმე წყაროს გამოყენებას;
Ø  ყველა ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მოძიებული ინფორმაციის სანდოობის გადამოწმებას ადგილზევე;
Ø  იმ ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციების მოძიებას, რაც ინტერნეტში განთავსებული არ იყო;
Ø  ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით  ბუკლეტის დამზადებას და ბლოგის შექმნას.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერები, ასლგადამღები აპარატი, ციფრული ფოტოაპარატი/მობილური ტელეფონი, საბეჭდი ქაღალდი
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
Ø  მოსწავლეები მოიძიებენ ინტერნეტში არსებულ ინფორმაციას რუისის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ;
Ø  მოპოვებული ინფორმაციის სანდოობისათვის მოახდენენ წყაროების შედარებას;
Ø  ადგილზე, სოფელშივე მოივლიან ყველა ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, გადაიღებენ სურათებს ბლოგისთვის და ბუკლეტისთვის და გადაამოწმებენ ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის სისწორეს;
Ø  ბუკლეტის შექმნა;
Ø  ბლოგის შექმნა.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტ, ისტორია, გეოგრაფია
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):
მაკა მეტრეველი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
mmetreveli4@gmail.com
13.პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:

Комментариев нет:

Отправить комментарий